საქართველო

საქართველოს შესახებ

საქართველო – განთავსებულია ევროპის და აზიის გზაგასაყარზე კონტინენტის ევროპულ და აზიის ნაწილშიც, განთავსებულია შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ცენტრალური კავკასიონის წყალგამყოფი ქედის სამხრეთში, ქვეყანას შუაზე ყოფს ლიხის ქედი .

  საქართველოში აღმოჩენილია უძველესი ადამიანის კვალი “ზეზვა” და “მზია” რომელიც თარიღდება 1800000 წლით . საქართველოში აგრეთვე აღმოჩენილია 8000 წლის ღვინის კულტურის დამადასტურებელი ნივთებიც , რომელიც ამ ქვეყანას აძლევს სახელწოდებას ” ღვინის სამშობლოს ქვეყანა ” .

  საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 —გვიმრისებურს, 600 — ხავსებს, 650 — მღიერებს , 5000 — სოკოვნებსა და 2000 — წყალმცენარეებს.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი , ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

  ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.ღვინის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. საქართველოში მეღვინეობის განვითარებამ პიკს ოქროს ხანაში მიაღწია. ღვინის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანმა ვაზის ნაყოფი არამხოლოდ გასინჯა, არამედ მის მოშინაურებას, შერჩევას მიჰყო ხელი. ეს დაახლოებით 10 000 წლის წინ იყო, როდესაც ბოლო გამყინვარება დამთავრდა და ის კლიმატი ჩამოყალიბდა, რაც დღეს დედამიწაზეა. როცა ადამიანმა ვაზის ნაყოფის დადუღების პროცესი აღმოაჩინა, ტყეში მისი მოპოვების ნაცვლად თავის საცხოვრებელთან ახლოს გადმოიტანა. შეარჩია კარგი ჯიში და მოხდა ვაზის გაკულტურება. ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინისა და ვაზის  კულტურის არსებობაზე დაახლოვებით 7000-8000 წლის წინ რაც ჩვენს ქვეყანას ვაზისა და ღვინის ქვეყნის სტატუსს ანიჭებს

ქართული ღვინო

ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზემიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი, მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

მევენახეობა და მეღვინეობა

მევენახეობა და მეღვინეობა — საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგი. ვაზისკულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში.

საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჟიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა.

ვაზი საქართველოში ფართოდ გამოიყენება. იყენებენ ყურძნისგან დაწურულ წვენს, ამზადებენ ბადაგს, თათარას და ჩურჩხელებს, გამოიყენება საჩამიჩედ, არსებობს დეკორატიული ჯიშები. იყენებენ სამკურნალოდ: გულსისხლძარღვთა დაავადებისა და სისხლის ნაკლებობის დროს.

ისტორია

საქართველო ითვლება კულტურული ვაზის (Vitis viniferaL) წარმოშობის ერთ–ერთ პირველ ცენტრად. სავარაუდოდ, ძვ. წ. აღ. 6000–4000 წლებიდან მომდინარეობს ვაზის სელექცია. აქედან, კულტურული ვაზი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვისაუზში, ახლო აღმოსავლეთში და ბოლოს ამერიკაში. ყურძნის წიპწები აღმოჩენილია ირანში, თურქეთში, სირიაში, ლიბანსადა იორდანიაში. თუმცა, ქართული მასალების ასაკი და სახეობათა სრულყოფილება ნათლად მოწმობს, რომ საქართველოში ვაზის მოშენებისა და ღვინის დამზადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ ან უფრო ადრე იყო. საქართველოში ვაზის ხანგრძლივი კულტივარების დამადასტურებელ ფაქტს წარმოადგენს თესლების არქეოლოგიური ნარჩენები. 1965 წელს სიმონ ჯანაშიას ისტორიის სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივმა ექსპედიაციამ შულავერის მდელოზე (ქვემო ქართლი) აღმოაჩინა უძველესი დასახლება და მისი ნანგრევები, სადაც დიდი ოდენობით ბოტანიკური მასალა იპოვნეს. აღმოჩენილ მასალებს შორის განსაკუთრებით საყურადღებო იყო ყურძნის წიპწა. ანალიზის შემდეგ, მორფოლოგიური და ამპლეომეტრული მონაცემების მიხედვით ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის არის მოშინაურებელი ყურძნის ნაირსახეობის წიპწა. ნახშირწყლების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ წიპწები თარიღდება ჩვ. წ-მდე 5000-7000 წლებით და არის უძველესი არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. გვიანი ქვის ხანის, ნეოლითის მონაცემების მიხედვით, კაცობრიობის კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ღვინის კულტურა სწორედ საქართველოდან მკვიდრდება. შულავერში აღმოჩენელი უძველესი მოშინაურებული ყურძნის წიპწები ადასტურებს, რომ იმ დროისთვის მტკვრის ხეობაში, სამხრეთ და ცენტრალურ საქართველოში უკვე არსებობდა კარგად განვითარებული მეღვინეობის კულტურა.

ლეგენდის მიხედვით

ლეგენდის მიხედვით, როდესაც განმანათლებელი წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა, მას ხელში ეჭირა ვაზისგან დამზადებული, საკუთარი თმით შეკრული ჯვარი. მას შემდეგ ვაზი ახალი რელიგიის სიმბოლოა. ასევე, ქართული ეკლესიის კარები ხშირად ვაზის ფიცრებისაგან კეთდებოდა. გავცელებული იყო ვაზის ჩუქურთმის გამოყენება ტაძარ–მონასტრების მშენებლობის დროს. ქართველი ხალხი შორეულ წარსულში ვაზს „წმინდა“ მცენარედ თვლიდა. ამიტომაც, ბუნებრივია ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ყურადღება ვაზის მოვლა–გაშენებისთვის. ძველ დროში, საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მევენახეობა იყო. საქართველოდან ღვინის ექსპორტს აწარმოებდნენ მეზობელი ქვეყნები. უცხო დამპყრობლების მხრიდან (თემურ–ლენგი, შაჰ–აბასი), ვენახების გაჩეხვის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკურად დაქვეითება და შემოსავლის შემცირება.

  ქართული მევენახეობის მწვერვალი XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყო. ქართული მეღვინეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რომელიც ფლობდა თელიანის მამულს. სწორედ იქ დაიწყო ადგილობრივი, სხვადასხვა სახის ღვინოების (რქაწითელი, მწვანე, საფერავი) დამზადება.

ვაზის ჯიშები

მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჟიში. საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის. ივანე ჯავახიშვილს თავის წიგნში „საქართველოს ეკონომიური ისტორია“ ვაზის 413 ჯიში აქვს აღნიშნული.

გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო, ალექსანდროული,მუჯურეთული, ძველშავი,უსახელოური, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

საქართველოში, კერძოდ მცხეთის, თრიალეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ვანისა და სხვა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია მარნები მიწაში ჩაფლული ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებით, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზისა და ღვინის მოხმარების კულტურა და ტრადიცია, შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.

ქრისტიანული რელიგიის გავრცელების შემდეგ, როდესაც იესო ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს საქართველოში, ღვინო საეკლესიო რიტუალებშიც იღებდა და ამჟამადაც იღებს მონაწილეობას, რაზეც მიუთითებს ეკლესია-მონასტრების გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი საღვინე ჭურჭელი.

გარდა აბორიგენული ვაზის ჯიშებისა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული შემოტანილი ვაზის ჟიშები, რომლებმაც თითქმის მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე, ესენია: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე .

აღმოსავლეთ საქართველო

კახეთი (შიდა და გარე კახეთი)

კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. იგი იყოფა ორ ზონად: შიდა და გარე კახეთად. კახეთში გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჟაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.

საქართველოს ვენახების 65-70 % კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულია მდინარეების _ ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.

კახეთში ჰავა ზომიერად თბილია, საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჟამი 3500-42 000–ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჟამი 400-800 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 2000-2200 საათს შეადგენს.

კახეთის მევენახეობის

კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი და ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოების წარმოება.

ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჟაანის, მანავის, საგარეჯოს და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჟიშების ყურძნისაგან.

სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხოვანი, სასიამოვნო ჟიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჟიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის, საგარეჯოს და კახეთის სხვა მიკროზონებში.

კახეთში მზადდება

კახეთში მზადდება წარმოშობის აგდილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები, მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჟიშის – საფერავის მაღალი შაქრის და მჯავების დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს.

კახეთმა საუკუნეთა მანძილზე

კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის მშობლიური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ღვინოების არსებული ტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. ამ წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჟიშური არომატითა და გემოთი; და რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჟანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.