ინვესტორებისთვის

ინვესტორებისთვის

ბიზნეს საქმე რომელიც დავიწყეთ მოიცავს 27 წლიან გამოცდილებას რომლის დაწყება და განვითარებაც გასულ დროში ყალიბდებოდა , თავიდან იყო სულ რაღაც 700 ცალი ნარგავი, დაწყებული აქედან ჩვენ შევძელით არაერთი გაჭირვების და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დეფიციტის მიუხედავად გადაგვერჩინა დარგი და თანაც გაგვეფართოვებინა. მნიშვნელოვანია ის პერიოდი რომელიც ბოლო 27 წლის მანძილზე საქართველომ გამოიარა იყო ძალიან რთული და რთულად გადასალახავი , მაგრამ თავდაუზოგავი შრომით ჩვენ შევძელით მოგვეხდინა ჩვენი საქმის გაზრდა გაფართოვება და გადარჩენა , ჩვენი ხედვა წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაში , მის რეალიზაციაზე როგორც ქვეყნის შიგნით აგრეთვე გარეთ ექსპორტზე , ჩვენ გვეგმავთ უახლოვეს 3 წელიწადში შევძლოთ და ავაშენოთ შატო-მაღაროს სახელობის ღვინის მარანი, რომელის პროფილიც იქნება, როგორც დასვენების და გართობის ასევე ღვინის სარდაფების სადეგუსტაციო სარდაფების სათათბირო ოთახების და ღვინის დაძველების მიწისქვეშა გვირაბები, სადაც სტუმრები შესძლებენ განთავსებას ღვინისა და ვაზის ისტორიის მოსმენას, ღვინის დეგუსტაციას, შემდგომ გამგზავრებას და ნადირობას თევზაობას თუ სხვა მნიშვნელოვანი ადგილების მონახულებას .